ასოციაცია მეცნიერებისათვის გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისებს, ჩვენი ძირითადი სერვისებია:
- ორგანიზაციის პროფილის შესაბამისად შერჩეულ ელექტრონული წიგნების და ჟურნალების მონაცემთა ბაზების მიწოდება. შესაძლებელია აგრეთვე ნებისმიერ ენოვანი, მათ შორის ქართულ და რუსულ ენოვანი ცალკეული წიგნების, სტატიების, პატენტების, დისერტაციების და ა.შ. სამეცნიერო ნაშრომების მოწოდება.
- თანამედროვე, ორგანიზაციის პროფილის შესაბამისი დიზაინის ვებ-გვერდის დამზადება;
- ორგანიზაციის თემატიკის მიხედვით ინდივიდუალური საძიებო სისტემის შექმნა;
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზის ჩატარება;
- ორგანიზაციის ეგიდით გამოცემული სამეცნიერო ჟურნალის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ჟურნალის ვერსიის შექმნა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია: სხვადასხვა საერთაშორისო ბაზებში განთავსება;
- დაგეგმილი კონფერენციის ელექტრონული ვერსიის შექმნა, სადაც შესაძლებელია ჩატარებისათვის საჭირო ყველა ეტაპის აღრიცხვა;
- ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ინტეგრირებული ელექტრონული კატალოგების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დალაგება;
- ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; უკვე არსებული ელექტრონული წიგნების შესაბამის სივრცეში განთავსება;
- ორგანიზაციის პერსონალის მიერ დაწერილი სტატიების და სხვადასხვა მონოგრაფიების ჩვენს საიტზე სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ნაშრომების ასატვირთ სისტემაში განთავსებას. ან სისტემის ინდივიდუალურად, თქვენი ორგანიზაციისათვის გამზადებას;
- სამეცნიერო საზოგადოების არქივის შექმნა: პროგრამაში თავმოყრილია ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის სამეცნიერო საზოგადოების შესახებ, მოცემულია მათი საკონტაქტო და ბიბლიოგრაფიული მონაცემები, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ავტორის თანხმობის შემთხვევაში სრული ტექსტებით), მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევების ჩამონათვალი, მიღებული გრანტები, თანამშრომლობა სხვა მეცნიერებთან, სტატისტიკა და ა. შ. ფაქტიურად ეს არის მკვლევართა ინდივიდუალური სამეცნიერო პროფილების გაერთიანება, ერთ ბაზაში თავმოყრა.
- დაგეხმარებით თქვენთვის საინტერესო სერვისის გარჩევასა და დანერგვაში.