ბიბლიოთეკის ინტეგრირებული ელექტრონული კატალოგები

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio  (ღია ბიბლიოთეკა)

Openbiblio  არის მოსახერხებელი, ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი საბიბლიოთეკო პროგრამა, განკუთვნილია კერძო კოლექციების, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების, სასკოლო, საეკლესიო, ასოციაციების და მასობრივი ბიბლიოთეკებისათვის. მასში  შესაძლებელია 60000–მდე ჩანაწერის გაკეთება. მას აქვს მარტივი და გასაგები ელექტრონული საძიებელი. უზრუნველყოფს სწრაფ ძიებას დოკუმენტის სათაურის, ავტორის ან თემატიკის მიხედვით.

საქართველოში პროგრამა Openbiblio დაინსტალირებულია 200-ზე მეტ ორგანიზაციაში.

https://www.facebook.com/Openbiblio/

 

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Koha

 

60 000–ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულის არსებობის შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Koha.

Koha არის Openbiblio–ზე გაცილებით მძლავრი და ბევრი სერვისის მომცველი პროგრამა, მას შე­უძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიო­გრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერა­ტურის შერჩევაში და სხვა.

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial