ტრენინგები/კონსულტაციები

ასოციაცია მეცნიერებისათვის გთავაზობთ ტრენინგების, სემინარებისა და პრეზენტაციების ფართო სპექტრს  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდებისა  და საშუალებების შესახებ. იგი გათვლილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მკვლევარებისთვის.

პრეზენტაციების და ტრეინინგების ჩატარება განხორციელდება როგორც ასოციაციის მიერ გამოცხადებულ დროს, ასევე ორგანიზაციასთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აქტივობა,  გაიღრმავეთ ცოდნა და შეიძინეთ ახალი კვალიფიკაცია. თუკი თქვენ მიერ შერჩეულ კურსზე არ არის თავისუფალი ადგილი ან არ ტარდება თქვენთვის ხელსაყრელ დროს,  დაგვიკავშირდით.

ასოციაცია გთავაზობთ მორიგ ტრენინგს

ტრენინგები  ჩატარდება  ყოველდღე, 5 დღის განმავლობაში.  Google Meet-ის პლატფორმის საშუალებით, ჯგუფები დაკომპლექტდება სპეციალობის და კომპიუტერის ცოდნის დონის მიხედვით, გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი, ღირებულება 100 ლარი.

სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსია:

    1. ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზები;
    2. ელექტრონული სამეცნიერო პუბლიკაციების რაობა და სახეები.
    3. ელექტრონული კატალოგი და ელექტრონული ბიბლიოთეკა. (სხვაობა და მსგავსება)

  1. ინფორმაციის ძიება მონაცემთა ბაზებში;
  2. ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI);
  3. გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების მეთოდები (ბიბლიოგრაფიული მენეჯერები)
  4. ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზების რაობა და სახეები.
  5. ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სივრცეში მკვლევარის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდები და საშუალებები.
  6. მკვლევარის სამეცნიერო პროფილის (ავტორის იდენტიფიკატორი) სახეები და შექმნა;
  7. სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნება და ა.შ.

 

ქვემოთ მოცემული ლინკი გაგიადვილებთ სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებას. გუგლის საძიებო სისტემისაგან განსხვავებით აქ თავმოყრილია  მხოლოდ  სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემელი ორგანიზაციები:

https://cse.google.com/cse/publicurl?cx=008873880562672603275:q2xhkriyxmw

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial