ინდივიდუალური ნაშრომების განსათავსებელი სისტემა (ინგს) არის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დამზადებული განსხვავებული თემატიკის მქონე სამეცნიერო ნაშრომების ვებსივრცეში განსათავსებელი პროგრამა.
მასში შესაძლებელია ნებისმიერი, როგორც სამეცნიერო ისე არასამეცნიერო პუბლიკაციის ატვირთვა, როგორიცაა საკურსოები, სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომები და ა.შ.
ელექტრონული ჟურნალებისგან განსხვავებით ნაშრომების განთავსებისათვის არ არის საჭირო სარედაქციო კოლეგიის შექმნა, ნაშრომების ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მისთვის სასურველ ნებისმიერ ენაზე. ერთ სივრცეშია მოთავსებული სტატიები, წიგნები, პატენტები და სხვადასხვა სახის ნაშრომები.
იგი საერთაშორისო სამეცნიერო ასპარესზე ახალბედა მეცნიერის ცნობადობის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რადგან აქ გამოქვეყნებული მასალა რამოდენიმე დღეში უკვე გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით იქნება მოძიებული და ციტირებული.
ყველა სტატიას აქვს ინდივიდუალური ციტირების საშუალება.
თუ ვინმე გამოიყენებს თქვენს ნაშრომს საკუთარი სტატიის დაწერის დროს, გამოყენებულ ლიტერატურის ნუსხაში მიუთითებს ლინკს:
ასლანიშვილი, დავით. საერთაშორისო დისკუსიები საბანკო კრედიტსა და ეკონომიკურ ზრდის ურთიერთკავშირის შესახებ. სამეცნიერო ნაშრომების სისტემა, თბილისი, 10 22, 2018.
იხ. ლინკი: https://monographs.4science.ge/index.php/SS/catalog/book/18
მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის მიერ შექმნილი “ასოციაცია მეცნიერებისათვის სამეცნიერო ნაშრომების” პორტალი.