მეცნიერის პოპულარიზაცია

სამეცნიერო პროფაილის შექმნა

ჩვენი ძირითადი სერვისები გათვლილია მეცნიერის, ან სამეცნიერო ორგანიზაციის საერთაშორისო სივრცეში დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისათვის, კერძოდ ჩვენი სერვისებია:

  • ინტერნეტ სივრცეში ინდივიდუალური სამეცნიერო პროფილის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება მეცნიერის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ყველა სამეცნიერო პროდუქტი, როგორც უკვე არსებული ელექტრონული, ასევე ადრეულ პერიოდში გამოცემული ბეჭდური მასალები, რომელთა ელექტრონული ვერსია არ არსებობს. მისი ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნება ციტირების ინდექსის გაუმჯობესების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. 

ინტერნეტში ინდივიდუალური სამეცნიერო პროფილის ქონა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებას, კოლაბორატორების მოძიებას. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონტაქტების დამყარებას.

  • ინდივიდუალური, სადოქტორო, სამაგისტრო ნაშრომების, სტატიების, მონოგრაფიების ასატვირთი სისტემა. გამოქვეყნებული მასალა რამოდენიმე დღეში უკვე გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით იქნება მოძიებული და ციტირებული:

https://monographs.4science.ge/index.php/SS

  • ელექტრონული ჟურნალის შესაქმნელი სისტემა: სამწუხაროდ საქართველოში ბევრი ჟურნალის მთლიანი (pdf) ტექსტები დევს ინტერნეტ სივრცეში, რაც რა თქმა უნდა ელექტრონულ ჟურნალად ვერ ჩაითვლება. შესაძლებელია აგრეთვე უკვე არსებული ბეჭდური ვარიანტის ელექტრონული ვერსიის შექმნა. როგორც ეს ლინკზე მითითებული სამეცნიერო შრომათა კრებულის შემთხვევაში მოხდა. სტატიები რამდენიმე დღეში უკვე Google scholar-შია განთავსებული, რაც დამატებითი ციტირების საშუალებას იძლევა.

https://journals.4science.ge/

შექმნილი ელექტრონული ჟურნალის პოპულარიზაცია, მაღალი რეიტინგის მქონე  ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზებში ჩასმა. ამ სისტემით დამზადებული ერთ-ერთი ჟურნალი უკვე Scopus-შია.

სამეცნიერო პროდუქტიულობის დაანგარიშება (ციტირების დათვლა);

სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება: 

  • სამეცნიერო ლიტერატურის თემატიკის მიხედვით მოძიება, ან მოძებნილის მოწოდება: Elsevier, Springer, Wiley, Taylor&Francis Online და ა.შ. გამომცემლობების ელექტრონული წიგნები, სტატიები, სტანდარტები, პატენტები;
  • ელექტრონული წიგნების შექმნა ან არსებულის რედაქტირება; ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; ინტერნეტ სივრცეში მათი განთავსება.
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზის ჩატარება.

პრეზენტაციების, ტრეინინგების, ჯგუფური და  ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება

ქვემოთ მოცემული ლინკი გაგიადვილებთ სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებას. გუგლის საძიებო სისტემისაგან განსხვავებით აქ თავმოყრილია  მხოლოდ  სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემელი ორგანიზაციები:

https://cse.google.com/cse/publicurl?cx=008873880562672603275:q2xhkriyxmw

გთხოვთ, შემოგვთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო სერვისები, რათა დაგეხმაროთ მათ დანერგვაში.

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial