ღია პროგრამული სისტემა რეცენზირებადი სამეცნიერო-აკადემიური ჟურნალებისთვის
სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ჟურნალის მხოლოდ PDF ვერსიებია ინტერნეტში განთავსებული. რაც რა თქმა უნდა უამრავი მიზეზის გამო ელექტრონულ ჟურნალად ვერ ჩაითვლება.
ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ღია წვდომის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ელექტრონული ჟურნალების პორტალის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ქართული ელექტრონული ჟურნალი. სტატიების ამ პლატფორმაზე განთავსების შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ გაზარდოთ თქვენი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში.
გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით შექმნილი ელექტრონული ჟურნალების განსათავსებელი პროგრამის ინდივიდუალურად, თქვენი ორგანიზაციის საიტზე დაინსტალირებას ან თქვენი ჟურნალის ასოციაციის საერთო პორტალზე განთავსებას.
შესაძლებელია აგრეთვე უკვე არსებული ბეჭდური ვარიანტის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიად გადაკეთება.
აგრეთვე გთავაზობთ შექმნილი ელექტრონული ჟურნალის ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში პოპულარიზაციას, მაღალი რეიტინგის მქონე ცნობილი გამომცემლობების მონაცემთა ბაზებში ჩასმას.
ამ სისტემით ჩვენ მიერ დამზადებული ერთ-ერთი ჟურნალი უკვე Scopus-შია.