ასოციაცია „მეცნიერებისათვის“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ასოციაცია მეცნიერებისათვის დაარსდა 2018 წლის ოქტომბერში და მოქმედებს წესდების შესაბამისად. იხ. წესდება
2021 წლიდან ასოციაცია DOI-ის გამავრცელებელი წამყვანი სააგენტოს Crossref-ის სრულუფლებიან წევრად დარეგისტრირდა, შესამაბისად ასოციაცია გახდა საქართველოში ერთადერთი DOI-ის მიმნიჭებელი (გამავრცელებელი) ორგანიზაცია.ასოციაციის ძირითადი მიზანია სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციების აკადემიური პერსონალის სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა და სწორი მიმართულებით პოპულარიზაცია.
ასოციაცია დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი მონაცემები, ინფორმაცია და ციფრული რესურსები მნიშვნელოვანი.
ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და ვაუმჯობესებთ თქვენს ხილვადობას.
ასოციაციის მიზნებია:
• საქართველოს მოქალაქეთათვის ინფორმაციისა და ცოდნის მიღებისათვის საჭირო თანაბარი და მოსახერხებელი პირობების შექმნა;
• მეცნიერების განვითარებისათვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტომატიზირებული ინტეგრირებული სისტემების დანერგვა და განვითარება.
• საქართველოში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის სისტემის ჩამოყალიბების, მისი ეფექტური მუშაობის და ანალოგიურ საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
• ასოციაციის წევრთა სამუშაო გეგმების კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების შემუშავება;
ზემოთ დასახელებული მიზნების მისაღწევად ასოციაცია ეწევა შემდეგი სახის საქმიანობას:
• აწყობს სამეცნიერო სფეროში აქტუალურ პრობლემათა ფართო განხილვას და ანალიზს, ხელს უწყობს ამ პრობლემათა ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და შედეგების საჯაროობას; თანამშრომლობს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ კერძო პირთან;
• ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში თანამედროვე მიდგომების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას და განვითარებას;
• აარსებს და დახმარებას უწევს სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ, პროფესიული დახელოვნების კურსებს, თანამშრომლობს არსებულ სასწავლო ცენტრებთან;
• გამოსცემს და ავრცელებს სასწავლო, მეთოდურ, ნორმატიულ და სხვა სახის მასალებს, ქმნის საკუთარ საგამომცემლო ბაზას;
• აწყობს რეგულარულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებს და სხვა ღონისძიებებს აქტუალურ პრობლემათა ირგვლივ;
• ხელს უწყობს მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინოვაციური პროექტების პოპულარიზაციას;
• მოთხოვნილების შესაბამისად ქმნის ასოციაციის რეგიონალურ ან დარგობრივ ქვეგანაყოფებს, რომლებიც შესაბამის რეგიონში ან სფეროში ეწევიან საქმიანობას ასოციაციის საერთო მიზნების მისაღწევად;
• ეწევა კანონით ნებადართული ნებისმიერი სახის საქმიანობას თავისი მიზნების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში ქმნის დაქვემდებარებულ კომერციულ საწარმოებს, რომელთა შემოსავალი ასოციაციის საქმიანობას და განვითარებას ხმარდება;
• ზრუნავს ასოციაციის წევრთათვის მოსახერხებელი სამუშაო პირობების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.
ააიპ ასოციაცია მეცნიერებისათვის ჯგუფი:
თამარ ხახუტაშვილი – ასოციაციის პრეზიდენტი;
ნინო ბერიანიძე – ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
მარიეტა სულაბერიძე – ასოციაციის დამფუძნებელი;
მიხეილ ერგემლიძე – პროგრამისტი; ვებ-დეველოპერი, გრაფიკოსი
ჩვენ ვქმნით თქვენთვის და თქვენთან ერთად!