ასოციაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთათვისაც სიტყვა და საქმე განუყოფელი ცნებებია, სწორედ ამიტომ დაარსებიდან დღემდე ჩვენმა ასოციაციამ განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტები, კერძოდ:
2021
- ასოციაცია DOI-ის გამავრცელებელი წამყვანი სააგენტოს Crossref-ის სრულუფლებიანი წევრად დარეგისტრირდა, რის შედეგადაც ჩვენ საიტზე განთავსებულ ყველა ელექტრონულ მასალას: ელექტრონულ ჟურნალებს, წიგნებს, სამეცნიერო ნაშრომებს მიენიჭა DOI (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი). შესამაბისად ასოციაცია გახდა საქართველოში ერთადერთი DOI-ის მიმნიჭებელი ორგანიზაცია.
- გაიხსნა ელექტრონული წიგნების ასატვირთი სერვერი, სადაც აიტვირთა სხვადასხვა მეცნიერის ელექტრონული წიგნები.
- ჩვენი ასოციაციის უშუალო დახმარებით (ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნიდან დაწყებული გამოყენებული ლიტერატურის შესაბამის სტანდარტებში მოქცევით დასრულებული) მეტად მნიშვნელოვანი სტატია განთავსდა საერთაშორისო სივრცეში ცნობილ ჟურნალში: Essentially new inhibitors of metastasis of malignant tumors for chemotherapy-sparing treatment
- შესაბამისად მის ავტორებს ირაკლი ნადირაძეს და ნოდარ ჩიგოგიძეს გაეხსნათ სამეცნიერო პროფილები.
შეიქმნა და ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე აიტვირთა შემდეგი ჟურნალების ელექტრონული ვერსიები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ”საქართველოს გეოგრაფიული ჟურნალი”
- ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” დაარსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ
2020
-
- ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისად ელექტრონული წიგნების და ჟურნალების მონაცემთა ბაზების შერჩევა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა.
- ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტისათვის ელექტრონული კატალოგისშექმნა.
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისათვის გავხსენით ელექტრონული ჟურნალების პორტალი, სადაც განვათავსეთ შემდეგი ჟურნალები:
- შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხების” მასალები და
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის 2019 წლის ნომერი.
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 30 თანამშრომელს გავუხსენით სამეცნიერო პროფილები Google Scholar-სა და Orchid-ში.
- თსუ ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ კვაჭაძის პროფილების შექმნა: Google Scholar; Orcid; Publons
- თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის გიორგი გოროშიძის სამეცნიერო პროფილების შექმნა: Google Scholar-ში, Publons; Orcid
2019
- უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის პროფილის შესაბამისად ელექტრონული წიგნების და ჟურნალების მონაცემთა ბაზების შერჩევა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა.
- უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის ბეჭდური ჟურნალის “ერუდიტის” ელექტრონული ვერსიის შექმნა ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე განთავსება.
- თსუ-ის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორის, ლელა ბახტაძის სამეცნიერო პროფილების გახსნა სხვადასხვა საერთაშორისო სერვერზე, კერძოდ: Google Scholar-ში, Researchergate; Publons; Orcid
- “ასოციაცია მეცნიერებისათვის სამეცნიერო ნაშრომების”პორტალზე ლელა ბახტაძის ნაშრომების ატვირთვა;
- ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტისათვის ტრეინინგის ჩატარება.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან ერთად საერთაშორისო კონფერენციის, სახელწოდებით: “ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება” ჩატარება ელექტრონული კონფერენციის პორტალის გამოყენებით.
2018
- ღია წვდომის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ელექტრონული ჟურნალების პორტალის შექმნა.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2015-2017 წლების ნომრების ბეჭდური სამეცნიერო შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსიის შექმნა და ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე განთავსება.
- განსხვავებული თემატიკის მქონე სამეცნიერო ნაშრომების ვებსივრცეში განსათავსებელი პროგრამის შექმნა.“ასოციაცია მეცნიერებისათვის სამეცნიერო ნაშრომების”პორტალი. სხვადასხვა ავტორების სამეცნიერო ნაშრომების ატვირთვა.
- კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ასლანიშვილის სამეცნიერო პროფილების შექმნა: Google Scholar–ში, Publons
- დავით ასლანიშვილის ნაშრომების ასოციაციის სამეცნიერო ნაშრომების პორტალზე ატვირთვა;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორის, რამაზ ნამიჭეიშვილის ნაშრომების ასოციაციის სამეცნიერო ნაშრომების პორტალზე ატვირთვა.