სერვისები ორგანიზაციებისათვის

ასოციაცია მეცნიერებისათვის გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მრავალფეროვან სერვისებსა და მომსახურებას. ჩვენი  ძირითადი სერვისები გათვლილია მეცნიერის, ან სამეცნიერო ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სივრცეში მისი პოპულარიზაციისათვის.

 

თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით შექმნილი პროგრამების  ინდივიდუალურად, თქვენი ორგანიზაციის საიტზე დაინსტალირებას ან თქვენი სამეცნიერო პროდუქტის ასოციაციის საერთო პორტალზე განთავსებას, ძირითადი პროგრამებია:

  • ონლაინ ჟურნალების შესაქმნელი პროგრამა;
  • ონლაინ კონფერენციების ჩასატარებელი პროგრამა;
  • თანამედროვე დიზაინის ვებ-გვერდის შექმნა;
  • სამეცნიერო საზოგადოების არქივის შექმნა;
  • ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამები;
  • ციფრული ბიბლიოთეკის შესაქმნელი პროგრამა;

 

 

ასოციაციის ძირითადი სერვისებია:

  • სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტების დაფინანსების წყაროს მოძიება და ერთობლივი საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება.
  • ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება;
  • ორგანიზაციის თემატიკის მიხედვით სამეცნიერო მონაცემთა ბაზების შერჩევა და გამოწერა;
  • სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება;
  • ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა ან არსებული ელექტრონული წიგნების მოწესრიგება;
  • ბიბლიოთეკის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნა და დალაგება;

ციფრული ბიბლიოთეკის შესაქმნელი პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ელექტრონული წიგნების ღია ან ჩაკეტილი მონაცემთა ბაზის შექმნა.

ღია მონაცემთა ბაზის შემთხვევაში თქვენს მიერ პროგრამაში ატვირთულ წიგნებსა და სხვა მასალებზე წვდომა ექნება ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ხოლო ჩაკეტილი ბაზის შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტულ პირებსა და პიროვნებათა ჯგუფზე იქნება ხელმისაწვდომი თქვენი წიგნები. ყველა ანალოგიური ბაზების მსგავსად პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მონაცემების ფილტრაცია, დაჯგუფება,  სორტირება და ა.შ. შესაძლებელია აგრეთვე თქვენს ბიბლიოთეკაში დაცული ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ (pdf) ფორმატში გადაყვანაში და შემდეგ ბაზის შექმნა.

ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შექმნისათვის განკუთვნილი პროგრამა:

ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი განკუთვნილია სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის. მასში ხდება როგორც წიგნადი ფონდის შეტანა, ასევე აბონენტების შეყვანაც და ნებისმიერ დროს შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ სხვადასხვა სახის ანგარიშები და ინფორმაცია. მაგალითად წიგნის გაცემა ხდება წამებში და ასევე მარტივია გაიგოთ თუ რომელი წიგნია ყველაზე მოთხოვნადი, ვინ არ აბრუნებს დროულად წიგნებს ანუ ვინ არის ეგრეთწოდებული შავი სიის წევრი და ასე შემდეგ. პროგრამის ინსტალაცია ხდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, ვებგვერდის არ ქონის შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვებ-გვერდის შექმნა ან  ჩვენი სერვერის მომსახურება.

ასოციაცია  უზრუნველყოფს:

სამეცნიერო სერვისების შესახებ პრეზენტაციების, ტრეინინგების, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარებას;

Social Share Buttons and Icons powered by Ultimatelysocial